|
ერთი ნაბიჯი დამაკლდა, ორი დოლარი დამაკლდა: ვალი დამედო მეზობელ სტილისტთან ანუ დალაქთან. ქვეყანა ვეღარ დალაგდა: მაშინებს შავი მაგია: შენი სასტიკი სიმართლე ჩიტის რძესავით მაკლია. უეცრად გამომაფხიზლებს მიტინგის იერიქონი და სუფთა ქაღალდს უეცრად მომიშივდება სტრიქონი. მედავებიან: რამდენი კანდიდატი გყავს, თავადო? ბევრი არიან: არ ვიცი, ხელი რომელებს დავადო. იქამც სუფევდნენ, თუმცაღა, რას იზამ, აქაც არიან, შეხედავ: არაკაცია, არადა - ნაკაცარია. ზოგი ლაქია-ბაქია და ზოგი ლაწირაკია, მოდი და ერთად ვიყვიროთ: - ქვეყანას კაცი აკლია! |
| პოეზიის გვერდი • • • |


