|
ბედნიერებას არ შეგვარგებს სიმუხთლე წლების, გრძნობებს სიშორით, სიყვარულს კი ღალატით მოვკლავთ. სითბოს სანაცვლოდ გაციებულ ბილიკზე ვრჩებით, წუთი-სოფელი გვავიწყდება საბრალო მოკვდავთ.
ფიქრშიც არ ვუშვებთ განკითხვის წამს, თითქოს მითია, ბრძენთა ღაღადი უმწეოთა გვაგონებს ბოდვებს, არ გვსურს გვჯეროდეს, რომ ყოველი დროებითია.
უდარდელობას, წარსულში რომ გეფარა სულზე, სარკიდან აღარ გიცქერიან თვალები ბავშვის და შენს ორეულს, როგორც უცხოს, ბოროტად უმზერ.
ჭაღარა თმებზე შეუცნობი სიბერე გვათოვს, და როს შევიგრძნობთ, გავასრულეთ ცხოვრების გზები, უფლის წინაშე მისატანი წარსული გვაკრთობს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


