კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:38

 

ვერ იგრძნო, მუზა რომ ეახლა

დარჩენილს მარტო.

სიზმარს, ერთხელ რომ სულს შეახმა,

ჭიქაში ალტობს.


ვერ წამოუდგა ერთგულ სტუმარს

დაღლილ მუხლებით.

გულმა კი რაღაც კვლავ მოხატა

მთლად ხელუხლები.


თვითმარქვია ხარ, - იქვე მტერი

სამსალას ასმევს.

თვითნასწავლი ხარ, - ჩვენც შევძლებთო

დავხატოთ ასე.


კი ბატონებო, დახატავდით,

ალბათ, თვითონაც,

იმ სიყვარულს თუ ისწავლიდით,

მან რომ იცოდა.


სადღაც ციმციმებს მარგალიტად

„კაფე შანტანი“.

ცეკვავს „აქტრისა მარგარიტა“

ათლილი ტანით.


ალისფერ ვარდებს წაულეკავთ

მხატვრის ურვები.

ქუჩა სავსეა იმ ვარდებით

სავსე ურმებით.


რაც რამ ებადა, ყვავილების

მიწამ ათრია.

ცინცხალი გული უსახლკარო

მისამართია.


ათასი ვარდით გაცილება...

მშვენება... ელდა...

ლიანდაგის და ფუნჯის მაჯა

ერთად შენელდა...


ჩუმი დიდების სადგურია

ძველი სარდაფი.

მოლბერტზე გული ასვენია,

როგორც სადაფი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen