მთარგმნელი: მარინა გოგოლაშვილი
|
ივნისის ვარდებო, ულამაზესებო, მზისგან გაჟღენთილი გულებით, მშვიდო და ამავ დროს მღელვარე ვარდებო, რტოებზე - ჩიტთა ნაფრენის წნულებით.
კოცნებო, ამბოხებულ ტუჩებით. ბაღში ქარების მისვლა-მოსვლის ჟამს მზე-ჩრდილთა ჩახუტებას უხდებით.
ვარდები - ავხორცი ხავსით ბურვილი, თქვენია ზაფხულის სავსე დღეში, რათა გიყვარდეთ სინათლეში!
მათ ჰგავს დაუთვლელი ჩვენი სურვილები - ძვირფასი დაღლით ჟრჟოლა-კრთომაში, ურთიერთ ლტოლვათა გზნება-განცხრომაში! |


