კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:55

 

ქორსგამოქცეულ მტრედებივით დაფრთხნენ ღრუბლები,

და აჭრილ ზეცას ალიონმა გადაუარა,

თეთრად აყვავდნენ სადედოფლოდ კვლავ ალუბლები,

აღარ მასვენებს შენზე დარდი: მოხვალ თუ არა?


არა და მარტმა უკვე ლაღად გაიმზიანა,

მთებიდან ისმის მარტოსული ირმის ბღავილი,

უშენოდ მოსვლა გაზაფხულმაც დაიგვიანა,

კვირტიდან ახლად გამომძვრალი მიმზერს ყვავილი...


ბევრჯერ ვიცვალე თუმცა გეზი ცხოვრების გზაზე,

შენსკენ სავალი გზა არასდროს არ შემიცვლია,

არსება ჩემი შენით არის ბოლომდე სავსე,

და შენს გარეშე მე ცხოვრება არ შემიძლია...


უშენო ყოფის ველოდები სწრაფად დასასრულს,

სხვა ვერაფერი ვერ მოიყვანს ჩემში გაზაფხულს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen