კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:42

 

დღეს შემოდგომის მახარებს ფერი,

გახუნებული ზეცა და ველი.

თვალებით მინდვრებს მოვეფერები

და მინდა ნაზად გადუსვა ხელი.


მე თქვენთან ყოფნა მათვინიერებს

ფართეხმიანო, დიდო ჭადრებო!

თქვენს ახლო გული მაინც იმღერებს,

თქვენს ახლო მინდა დაბინადრება.


ღმერთო, რა რიგად მოგიწყენიათ!

დაუკორძია დროს თქვენი ტანიც...

მაგრამ ბედნიერს ხშირად მსმენია

თქვენ გადაგრეხილ შტოების ხმანი.


რაც იყო აღარ განმეორდება!..

თქვენ მძიმე ჩრდილებს ვეღარ შევხედავ...

გულში ცრემლები ხარბად გროვდება,

და ამღერებას წარსულზე ვბედავ.


მე შევურიგდი გარდუვალ ნებას;

მოგესალმებით ფოთლებო მკვდარო!

თქვენი მშობელი შტოები ხმება,

თქვენი პოეტიც დახრული არი.


მიყვარდა მზერა, როდესაც ელვა.

და გრიგალები თქვენ გუმბათს ხევდენ;

როს იდუმალი ჩემ გულს ღელვანი

მეფური ხმებით ტკბილად ანგრევდენ.


ო, მეგობრებო წარსულ დროების,

ფოთლები მკვდარი გადამაყარეთ.

მოგონებები მოდგენ ხროებად

და თქვენ წინ თავი ჩუმად დავხარე.


და ზამთარს ველი მე გაბედულად;

შფოთავენ მწარედ დიდი ხეები...

მე თქვენ გშორდებით უსაყვედუროდ

ჩემ გაზაფხულის ოქროს დღეებო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen