|
თენდება და ღამე ატირდა სარკმელთან, ჩამესმის ქვითინი დაკარგულ ქარისა, მიდამო, ყვავილთა სურნელს, რომ აკმევდა, მთებიდან მოვარდნილ ბურუსმა დანისლა.
მთების მწვერვალებიც გარშემო კვნესიან, გულში მწუხარება ნისლივით გროვდება და შენზე ფიქრები კვლავ შემომესია.
განთიადს შიშსა გვრის გრიალი მეხისა, ამ ღამემ რაც მიყო, მოვალ და გიამბობ, გიამბობ, თუ შენთან შეხვედრა მეღირსა. |


