|
ვუძღვნი ქართველ ქალთა საზოგადოებას
სასახელოა ჩვენთვისა დედათ-მთავარის დღეობა, იმის წყალობით განმტკიცდა ქართლში ახალი ზნეობა.
ჭეშმარიტის ღვთის ძეობა და ქრისტეს სწავლა-მოძღვრების სიდიდე, მძლეთა-მძლეობა.
ქართველთ გვწამს მისი ზნეობა. იკურთხოს მისი სახელი, იკურთხოს ნინოს მხნეობა.
სიდიდე ნინოს სულისა, რომ შესძლონ ქვეყნის აღდგენა, განკურნვა იმის წყლულისა;
მოხელვა დაკარგულისა. არ დაეკარგოს ამაგი, ვინაც სამშობლოს უვლისა.
მადლი სწყალობდეს უფლისა! |


