|
კმარა, მუზავ, კმარა, კმარა! ქნარს დაეტყო ხნოვანება. არც აკორდთა რეკავს ზარა, არც ხმაში მაქვს ხმოვანება.
სადაც ხალხი ყრუა, ტლანქი. ის შვენებას ვეღარ ხედავს და გონებას უხშობს ბანგი.
არასფერი, არასფერი - ქნარს ჩააცვას ისევ ფარჩა, აამღეროს აგასფერი!
ფურთხის ღირს ერს - შერჩა ერთი მისწრაფება - და გულდაგულ გატაცების ერთი წერტი.
გატაცება იქ ბობოქრობს, სადაც თვალი, ხარბი თვალი მოპრიალეს ხედავს ოქროს. |


