კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:41

 

ვინცა იყოს უარესი,

თავშიშველი სამ დღეს ვლიდეს !

შოთა

 

რა საჭიროა სიტყვის ბრახუნი,

ან ხოტბა-ქების გადამეტება?!

საჭიანუროდ შენი ჩონგური,

რა ვქნა, რატომღაც არ მემეტება!


პეპელას უნდა ნაზი შეხება!

ჭიუხის არწივს მთელი ძალ-ღონე!

თუმცა ეს სიტყვა შენ არ გეხება,

მაგრამ არ აწყენს ამის გამგონეს.


მე კი სულ სხვა რამ მინდოდა მეთქვა,

გამომივიდა იგავ-არაკი!

მაგრამ არ იცის თურმე აქ სიტყვამ, -

შერაგვული და შემოსარაგვი.


ახლა კი, რადგან შორს ვიხედები, -

ამიტომ ფიქრი მიწერტილდება:

ლექსის სიტყვები გახდნენ გედები

და იწრიტება შენი დიდებაც.


კაციც კი არა, მზე ხარ ნამდვილი!

ვის შეგადარო! რას შეგადარო!

ვინ? ვინ იქნება ის ავთანდილი, -

სამ დღეს უქუდოდ შენ რომ გატაროს?!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen