|
შენ ლაჟვარდისკენ მონახე გზები, შენ ჩაისუნთქე ხალისით ზეცა; გრიგალებს, ქარებს ემიზეზები, ქაოსმა თმები გადაგიკეცა.
გაოქროვებდა მთვარის მაგია, სხვას ატყვევებდი და ტყვევდებოდი, ოცნება შენი ამხანაგია.
იწოდი - ვარდის ღრუბელის დარად, გადაიქეცი საოცარ სიმად და უკვდავებას მღეროდი მარად.
რომ გაზაფხულზე მოსული ველად, უფრო ძლიერი და უკეთესი ამოსულიყო გულის მთეველად.
მიწაში ცოცხლობს ცეცხლი შენითი. ნეტა მას, ვინაც მოკვდა ფენაში, ვინაც სიცოცხლე დაწვა შენგვარად.
იდუმალ გვითრევს, როგორც მაგნიტი. ის შუქთა შენთა ისევ მსუბუქი ანარეკლია: ელვარებს მარად. |


