კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:39

 

ლოცულობს: "მამაო ჩვენო, რომელი ხარ შენ ცათა შინა",

გულში ფიქრობს: წუხელის შურით მთელი ღამე არ დამეძინა.


- "წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი",

- ვაი რათ არის ჩემი მოძმე ჩემზე უფრო ბევრის შემძენი:


- "იყავ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა",

სასტიკმა სენმა ამოუწყვიტოს შვილები, ძმები, მამა და დედა!


- "პური ჩვენი არსებისა, მოგვეც ჩვენ დღეს",

ნეტამც შემეძლოს, ავაოხრებდი მთლად ამ ჩვენ კუთხეს!


- "და მომიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი",

ძმაზედ დანოსი შევიტანე დღეს, კარგად ვქენი!


- "ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა",

ოჰ, რო შემეძლოს გაუჩენდი მათ სხვადასხვა სენთა!


- "და ნუ შემიყვან ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან",

ოღონდ ის წახდეს, ვსთხოვ ღვთისმშობელსა და მეც დავმარცხდე ეშმაკისაგან.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen