კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:07

 

 

შენ ჩემო ძაღლო, კარგო ჩიბის, ჩემო კეთილო,

ერთად ვიყავით ერთი ფიქრის მცველი ძაღლები,

მაგრამ ოცნებას კარი ქონდა გამოკეტილი

და ეხლა ცალად მოგონებას ვემოახლები.


შენ მოგიგონებს შორეული თბილი სტამბოლი,

კეთილის გულით გელოდება ქალი ბოსფორზე.

ალბათ ოცნებობს სამშობლოში დარჩენილ ორზე,

სანამ არ იცის ეს ამბავი გადასტამბული.


იყავ პოეტი უნაზესი და ჭეშმარიტი,

ვიწრო ქვეყანა მეტად ჩქარა გადარბინე,

ჩვენთვის უფრო ხარ საყვარელი შენ სამარეთი,

რომ პოეტებთან აირჩიე მუდმივი ბინა.


მე დავიტირე შენი ბედი როცა კვდებოდი

ატირდებიან უცხოეთში კეთილი დები

ჩემს დაღუპვაზე მარტო შენ თუ ატირდებოდი

და ჩემს სიკვდილზე კი არ ვიცი ვინ ატირდება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკოლო მიწიშვილი  • • •   ნიკოლო მიწიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen