კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 04:15

 

 

ალვის ხე აყვავებულა,

ამშვენებს არე-მარესა

გარს იხვევს ქვეყნის მშვენებას

თავს ივლებს მზეს და მთვარესა.


"ეს შენ ხარ აკოკრებული,

მზეთუნახაო, თინაო!

მშვენიერებამ შეგამკო

ცით მადლი გადმოგფინაო!"


ზედ უკვდავების წყალი სდგას,

ფიალი თვალის მომჭრელი!..

გრძნობა-გონებას იტაცებს,

არ ეკიდება კი ხელი!


ეგ ქალო, შენი გულია,

შიგ გრძნობა ნაგუბარიო;

არ ეკარება ჯერ ტრფობა!..

შორს არის მეგობარიო!"


ალვის ხეს მგზავრი წაატყდა,

მგოსანი აღელვებული;

თავი შესწირა სამსხვერპლოდ,

საკვერთხად დაუდგა გული.


და იწყო ლოცვა-კურთხევა,

ჩანგზე დაჟღერა... დაჰკვნესა;

ცეცსხლ ანთებს... კაჟი მონახა,

ნაპერწკლებსა ჰყრის, დაკვესა.


"ეგეც ხომ შენი ბედია,

ზვარაკი შენი გულისო;

მგოსანი ტრფიალებისა,

დამკვესი სიყვარულისო."


ალვის ხეს ალი მოედვა,

მაგრამ ხე ყვავა, არ ხმება!..

რა უცნაური ცეცხლია,

რომ ნამდვილს არ ეთანხმება!..


"ეგ ალი ტრფობის ალია,

ტკბილად, უცეცხლოდ მწველიო,

სულით სჩანს, გულით იცნობა,

არ ეკიდება ხელიო!"


ალვის ხე აყვავებულა,

ამშვენებს არე-მარესა!..

შეყვარებული თინათინ

ამეტებს მზეს და მთვარესა.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen