კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:50

 

„რატომ არ იცინით... ღიმილი მაინც მაჩვენეთ თქვენი, კარგებო“. - ვაჟა ფშაველა

 

ლაჟვარდს შევხსენი შვიდივე ღილი,

შენ არ წამოხვალ... მე მაინც ვივლი.

გული კი არა, ირემი ყვირის,

ირემი ეძებს ცალს.


გაბაცდა ღამის ლურჯი იერი,

მივდივარ მგზავრი და ბედნიერი,

რომ გრიგალებზე უფრო ძლიერი

შევხვდე დილას და ცას.


რაკი დაეშვა ხეებში მწუხრი,

წრიაპს მივანდე სვანური მუხლი:

საჯიხვეებზე კლდეები რუხი

გათენებამდე ვლახე.


განთიადზე კი, როცა ძილივით

მიწყდა არაგვის ტკბილი ხივილი,

მთებო, მე ვნაზე თქვენი ღიმილი,

ვაჟას მაგიერ ვნახე.


დავჩერებივარ ტალღებს მდუმარი.

დადექ, მოვსულვარ შენი სტუმარი,

დადექ, გამართლდეს ჩემი გუმანი,

არაგვიანო წყალო,


რომ შევძლო, მზესაც ვუთხრა ლილეო,

დალი ხარჯიხვზე შევიპირეო.

- სვანი ყოფილხარ, მონადირეო,

დავლათიანიმც ხარო...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen