კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:32

 

 

იმ დღეს ისე გამოვთვერი,

რომ მოგიყვე გაგაოცებს.

მეც მას მერე ცას შევცქერი

და ვბუტბუტებ ჩემთვის ლოცვებს.

ნუთუ ზეცა არ შემინდობს,

მიტევებას აღარ მომცემს?

დამსჯის, მირტყამს, მაღვრევინებს

არა ერთ და არა ორ ცრემლს?!

ბაღში შიშველს გამეღვიძა,

დამყურებდა... ეკლესია,

თითქოს ჩუმად მკიცხავდაო:

არ გრცხვენია, რა წესია!

მეც დაბნეულს და ნამთვრალევს,

ჟრუანტელი შემესია,

მაგრამ როცა გვიანია,

მერე რაღა საკვნესია.

ახლა ქალი შევანჯღრიე,

მას ეძინა, გვერდით მეწვა.

მასაც ჩემი არ იყოს და...

არც ეხურა და არც ეცვა.

თანაც კარგად დავაკვირდი

- ეხერხება უფალს ძერწვა.

გავაღვიძე და ვერ მივხვდი,

მხოლოდ მე თუ მასაც შერცხვა.

მოკლედ, რაღა გავაგრძელო,

რომ ვიხსნებ ცუდად ვხდები,

მაგრამ მაინც უაზროდ ვსვამ,

დღისით მძინავს, ღამე ვდგები.

რა ვუშველო საკუთარ თავს

- მეორდება შედეგები...

და წინადღის ნათვრალევი,

მზეს მე სად არ ვეგებები:

სარდაფში და აივანზე,

ხან ცხენებთან თავლაში,

ხან უცნაურ ხალხთან ერთად

- ყველა არის მალვაში.

ვულკანს არ ამოუხეთქავს

- ვიწვებოდი ლავაში.

სიზმარია ეს ცხოვრება,

სიზმარი და თამაში!

"ნუ ხარ გიჟი, დამშვიდდი!"

- ყველა ჭკუას მარიგებს.

"თორემ, მალე შეხვდები

ეშმაკებს და ვამპირებს",

რა ვქნა, რა ვუპასუხო,

რა ავუხსნა ამ პირებს?

- მე მაგიჟებს სიმშვიდე,

მე სიგიჟე მამშვიდებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen