კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 04:27

 

მე ასე ვფიქრობ: ეს ხუმრობა ცუდად თავდება

და ანეკდოტად შესაძლოა აღარ ივარგოს!

მოხუცი დედის ატირება იყოს თავდებად,

მიტოვებული მამის ძვლები თუ დაიკარგოს!


გვესტუმრებიან სიყვარულით დღეები, წლები,

ყოველი წუთი სავსე არის უტკბეს ალერსით.

დიდი უფალი მფარველია ჩვენი ყოველთვის:

უხვად გადმოდის მისი მადლი უზენაესი!..


ბოლოს და ბოლოს სადარდელი ვის რა დარჩება? -

დედის და მამის მიცვალება მოხდება ერთხელ -

მათ ვიწრო ბინებს გაზაფხული მორთავს ფარჩებით.


ო, მხოლოდ ბავშვებს მეტად უკვირთ დედის სიკვდილი,

თაიგულები, გვირგვინები, უცნობი ხალხი,

პანაშვიდები და კიბეზე კუბოს ჩათრევა

და უცნაური სიყვითლე სახის!


ეს ფიქრი ჩემში შემოიჭრა მოულოდნელად -

მე არ მინდოდა ამ საგანზე დღეს საუბარი.

მე მოგაგონებთ, თუ ინებებთ, ნოემბრის დღეებს,

უსაზღვრო წვმებს, ყვითელ ფოთლებს ტალახით დასვრილს.


სანუგეშოა მაშინ ჯდომა ფართე ბუხართან,

ორსული ცოლის საუბარი, კარგი გაზეთი

და საზოგადოდ ლიტერატურა -

პერსპექტივა მე რომ მხიბლავს და მენატრება

ყველაზე მეტად!


ჩამოვჯდეთ წუთით, გადავავლოთ ცხოვრებას თვალი!

საკუთარ თავთან ზოგჯერ ვარჩევ პირისპირ ვიყო,

თუმცა ეს გული გადამეწვა, როგორც აბედი,

და ნაწილებად გამოდგება რომ დავარიგო.


ქვევით, სულ ქვევით, ჩავიძიროთ უკანასკნელად!

ქვევით, სულ ქვევით, ეს არ არის ისე საშიში!

მორიელივით დავუბრუნდი ისევე ჩემს თავს -

გზა არსად არი!

და ჩავიხრჩები გაბრაზებით სადმე, განთიადს -

ო, ილაიალი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen