კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 16:25

 

 

სარკეო სულის და გულის,

გრძნობა-გონების სარკმელო;

გაღალვით მომტყუებელო,

კარზე წამწამით დამბმელო...


თვალებო! ქვეყნის ვარსკვლავად

მოციმციმ-მოკაშკაშენო!..

თქვენის ანდამატ-სხივებით

უნდა ედემი ვაშენო!..


რომ აწ და სამარადისოდ,

ის იყოს ჩემი სადგური...

სად ევა აღარ იქნება

და აღარც გველი მაცდური.


რომ ცნობადისა "ხე" იგი

აღარ დამეგოს მე მახედ

და სიყვარული უკვდავი

წინ მიელვებდეს ღვთის სახედ.


გავიადამებ ოცნებით

მე მაშინ გრძნობა-გონებას!

ღმერთად ვაწამებ თქვენს მფლობელს

მსხვერპლად შევსწირავ მონებას!..


წამს საუკუოდ მივითვლი

მარადად საუკუნოსა!..

მაგრამ ოცნებით სნეული

ვაჰ თუ ვეღარამ მკურნოსა...


თვალებო! ქვეყნის ვარსკვლავად

მოციმციმ-მოკაშკაშენო!..

ჩემი ედემი სხვის კარზე

როგორ ავაგო... ვაშენო?..

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen