კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:06

 

უწინ ჩვენ წინაპრებისა

ტბები და ზღვები მდგარაო,

გველეშაპს ირანისასა,

უსვამს და ვერა მძღარაო.


ბევრჯელ ღრუბლები არ იყო,

ჰწვიმდა, ღვარები ხვიოდა,

თურმე ჩვენს ქართველ ტყვეებსა

ცრემლები ჩამოჰდიოდა!


ჩვენსა უკეთესს ქალ-ვაჟსა

სპარსეთში ელალებოდენ,

გზა-გზა მიჰშლიდენ ცრემლებსა,

მაგრამ არ ებრალებოდენ;

ღმერთმა მოჰკითხოს პასუხი,

თუ არას გვემართლებოდენ.


ხშირად სხვის ყოფნა-ცხოვრება

ზოგს ჩალა-ბულა ჰგონია,

რომ კაცის სივერაგესა,

სამძღვარი არა ჰქონია!


ბევრს ავიწყდება სიმართლე

რჩეულთა ქადაგებისა,

რომ ყველას თანაბრადა აქვს

ნება ღმრთის ღაღადებისა,


ყველას ჰწყურიან სიცოცხლე,

ყოფნა მზის სინათლეზედა;

განა ვის ხელეწიფება

სხვის სიკვდილ-სიცოცხლეზედა?


ამიტომ წყეულიმც არის

მოსისხლე, მხეცთა გნებისა,

ტყუილ-უბრალოდ მდევნელი

სხვა და სხვა ეროვნებისა!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen