კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:07

 

 

წმინდაო ნინო! როცა თენდება

და ცა ირთვება შვინდისფერ ისლით - 

შენი სიონი გამახსენდება, 

მოვდივარ შენთან სიდარბაისლით.


და, როგორც ქარი ვარდს მიაქანებს

და უმღერს: “ერთადდავიმარხებით!”

მეც მოვქრი შენსკენ და ფილაქანებს

ვნესტავ მონადენ ცრემლის არხებით.


და მსურს ეს გრძნობა ორმაგ ეჭვებით

არ დავამდაბლო, არ დავაკნინო; 

მსურს მაგ ძველ ლოცვებს ახალ სიტყვებით

კვლავ შენ გიმღერდე, წმინდაო ნინო!


შენ განანათლე ძველი ივერი, 

ვაზის ჯვრით ხელში ერს მოევლინე - 

მოგვეცი რწმენა ღვთივ-მშვენიერი

და კერპთ-ბომონი დაგვაწყევლინე.


ო, მწამხარ! მწამხარ! და შენ, უხრწნელსა

მსურს გიძღვნა მგოსნის შარავანდედი: 

ჰა, ვეამბორე ვაზის ჯვრის წნელსა, 

ჰა, წამოვანთე შენს წინ კანდელი,


და მსურს ეს გრძნობა ორმაგ ეჭვებით

არ დავამდაბლო, არ დავაკნინო: 

მსურს მაგ ძველ ლოცვებს ახალ სიტყვებით

კვლავ შენ გიმღერდე, წმინდაო ნინო! 

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen