|
ვწრუპავთ ჩაის - დროსთან ერთად, მომავალი მოდის და ქრება ჩაის ორთქლივით. დროს გავყავართ და ვსაუბრობთ წარსულზე, როგორც ყოფილ აწმყოზე.
* * * * * *
მერე ვიღაც მაწვდის ანგარიშს - ერთ პერსონაზე და მე მიკვირს, რომ ის იყო და არა იყო და ვსაუბრობდით; უჩინმაჩინის ქუდი ეხურა და მას სხვები ვეღარ ამჩნევდნენ… იგი ასეთი გამჭვირვალე და სიფრიფანა ჰაერივით იყო ჰაერში, ახლაც რომ ვსუნთქავ ნაწვიმარ ბაღში და ყვავილის მზერა მეცნობა და ზღვის ფშვინვა, მეგობარივით მეგულება გულისყურში, უჩარჩოო ხსოვნის სიღრმეში, შენს სიჩუმეში, ამ სიტყვებში, ახლა რომ ვფიქრობ შენს გასაგონად. |


