კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:24

 

 

შენით დამეწყო ახალი ერა,

აღარ მჯეროდა, ახლა კი მჯერა.

სხვას ვერ დავუთმობ შენს თვალებს, ვერა,

არ მომბეზრდება შენს ხიბლზე წერა.


მე აღარ მკორტნის სიზმარში ძერა,

მზეს გავუსწორე უშიშრად მზერა.

შეხება შენი, სურნელი, ცქერა...

ჯილდოა ჩემთვის დალალი ქერა.


ახლო ვერ მოვა ქალღმერთი ჰერა,

მისი ფასი გაქვს შენ თითი ცერა,

ხარ სიყვარულის სათბური, კერა.

სხვებმა იკითხონ, აბა მე... მე რა?


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen