|
მთაზე ირემი კვდებოდა... ბრუნავდა, რქაზედ დგებოდა, ხარბად ჰხედავდა ხეობებს, სიცოცხლე დაჰმარცხებოდა... ირმის ყვირილის ნახმევი ხეობებს ეხეთქებოდა... მზე ჩადიოდა წითლურად, ამოსვლა ეეჭვებოდა... ჩამავალი მზის ნაბრწყენი თვალებზე ებეჭდებოდა, უძახდა ვაჟა-ფშაველას, ბრუნავდა, რქაზედ დგებოდა, მთაწმინდის ცრემლის ნახმევი ჩარგლის გორს ეხეთქებოდა. მთაზე ირემი კვდებოდა... |


