კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:18

 

 

ეს სულ ერთია, მაინც გაუგებარია

შეიძლება წერა - ჰიეროგლიფებით,

თითქო პატარა ბავში ვარ - დაფაზე გრიფელით

და ჩემი სულიც სხვას აბარია.


მადონნა დეზერტირის ბაზარზე

(უსათუოდ ტემაა ახალი)

გულგრილობით ქვეყანა გადავრაზე

"დასავლეთის დივანის დასწერდა ბაყალი.


მე თვითონ მიყვარდა წინად ლირიკა

მზად ვიყავ უმიზეზოთ მთელი დღე მეტირა.

დღეს ყველა იმედი მართლა გაირიყა -

ლირიკის პოეტი მგონია მესტვირე.


მართალი გულით უკანასკნელ თავის განწირვით

მივმართავ ყველას უსათუოდ გამომიტირონ.

ლაფორგის კვირა ჭიანურის ატირდა წირვით

დაწყევლილ პოეტს ნუ ამადლით, როცა გთხოვთ მირონს.


წვიმს შემოდგომა წარღვნის წვიმით... მე ვარ ორპირში

და ეს გრიგალიც მოთხრის ღამე ხომ იხტიოზავრს.

მე მეჩვენება ჩემი თავი მეფის პორფირშია

სოველი ჭინკა თავმდაბლობით მეუბნება ზარს...


მე თვითონ მივზდევ ყოველ წასულ დღეს.

მზად ვარ ვიტირო ბავშვზე უმწარესს.

თორმეტმა ღვდელმა მამა გასუდრეს

მე ერთი ღვდელიც არ ამიგებს წესს...


და ვმადლობ უფალს, ჩემი სული მას აბარია,

მან ერთმა იცის, რომ არ იყო იგი სამიწე.

ასე ატირებდა პოეტს მალიარია,

ასე გაუგებრად სწერდა ტიციან ტაბიძე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen