კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:27

 

 

ინფანტილური

 

რა ვქნა, ცუდად მაქვს დაცდილი -

გადამირბინა კატამ!

კატამ შენც გადაგირბინა? -

პაპავ ძვირფასო, ადამ!


იქნება ჩვენს პლანეტასაც

გადაურბინოს კატამ! -

სხვას რას იფიქრებ, რომ ხედავ

ამდენ წყალბადს და ატომს...


ვერ მოისყიდა ფერებამ,

ვერც ნუგბარმა და ქადამ -

ყოფა უტირა ქვეყანას

გადარბენილმა კატამ...


ძვირფასი სასახლეებიც

და ღარიბული ხატაც

გაქრება, თუ რომელიმეს

გადაურბინა კატამ...


ეს დედამიწაც გაქრება

და სილამაზეც ცათა...

ვილოცოთ-ამ ცას ვერასდროს

გადაურბინოს კატამ...


ო, თქვენც, ძვირფასო მარიამ,

გადაგირბინათ კატამ!

ჯერ კიდევ როდის - დუჩეს,

გერინგს, ჰიტლერს თუ სადამს,

ჯერ კიდევ როდის - ლენინს

გადაურბინა კატამ!


მსოფლიო ჩემპიონი 

წამში გააკრეს ტატამს -

თურმე წინადღით მასაც 

გადაურბინა კატამ.


შვიდ  გადასარევ ვაჟკაცს

რომ უღალატა ლელამ,

ცხრა სახელოვან კაცს 

რომ რქები დაადგა ტატამ -

ნეტავი, რომელ მათგანს 

გადაურბინა კატამ!


არ ვიცით, მაინც როდის, 

და არც ის ვიცით-რატომ! -

ჩვენ ერთხელ მაინც - ყველას 

გადაგვირბინა კატამ!


ვერც ლოცვამ გვიშველა და ვერც 

ვერაფერმა ჯადომ -

ჩვენ ყველას - ერთხელ 

მაინც-გადაგვირბინა კატამ!

 

P.S

 

რატომ ვერ მოაღწია 

ჩვენამდე იმ დღეს გოდომ! -

ალბათ პატივცემულსაც 

გადაურბინა კატამ....

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen