კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:50

 

 

ზოგი ღობეს, ზოგი მესერს,

ზოგიც ზღარბს ჰგავს, უთათოს,

თურმე ჰქვია სავარცხელი,

თმის მვარცხნელად მუშაობს.


დღეში ცხრაჯერ, 

ჩვენ თმას ვარცხნის

წინ და უკან,

მარჯვნივ, მარცხნივ.


არ გეგონოთ ზარმაცი,

გამრჯე არის ძალიან

ოსტატია დავარცხნის,

აწეწილი თმებისათვის 

მას ყოველთვის სცალია.


ვარცხნის მშრალ თმას, 

ვარცხნის - სველსაც,

ვარცხნის, გრძელს 

თუ მოკლე თმას,

ქერას, შავს და მწითურს - ყველას

ვარცხნის. გვილამაზებს თავს.


უყვარს სარკე, სამაგრები, 

სარჭი, ბაფთა ჭრელი,

და მეგობრად ჭირდება

ჩვენი მარჯვე ხელი.


სუყველაზე ძალიან 

იგი უყვარს დალაქს,

ჯიბითაც და ჩანთითაც

ყველგან სულ თან დააქვს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen