|
გეტყვი მშვიდობით, მერე დაგტოვებ, ოღონდ სურნელი შეგრჩეთ იისა, ოღონდ ავსებდეთ ჩემს სიმარტოვეს - შენა და ღამე ბეთანიისა.
როცა აშვებულ რაშებად ჰქრიან, რა გვიანაა სუყველაფერი, და არაფერი არაა გვიან.
ხატად მოვძებნი შენს ძვირფას სახეს, სისხლისფერ ვარდებს დავყრი ბაღებში და ლექსებს - შენი თითებით ნახებს...
უკვდავ მოლოდინს მაინც გპირდები, და იმ ლამაზი წყენებისათვის ხელში ბავშვივით აგიტირდები.
ნამი - უშენოდ მორცხვი იისა... ნუ მიმატოვებთ! ნუ მიმატოვებთ! - შენა და მწუხრი ბეთანიისა.
და რომ, შენს შხამსაც ტკბილი აქვს გემო, ღმერთმა შეგინდოს ცოდვა - შეცდომა, მოურჩენელო ტკივილო ჩემო.
ოღონდ სურნელი შეგრჩეთ იისა, ოღონდ ნუ მომკლავთ უამინდობით, შენა და ღამე ბეთანიისა. |


