კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:42

 

 

აბლი-ბაბლი-ბაბალეს,

დევბიჭების ბაბოს,

შვიდი კაბა აცვია 

და ცალ-ცალი საბო.


ვერვინ დათვლის, იმდენ

ლექსს და ზღაპარს ამბობს.

თან წინდებს ქსოვს,

მარტო დევ-ბიჭების სარგოს.


აბლი-ბაბლი-ბაბალე

თაფლსაც ხარშავს მალ-მალე.

შიგ ყრის ნიგოზს, 

თხილს და ნუშს,

განა ცოტას, ათ-ათ მუჭს.


გააკეებს გოზინაყს,

ვეება ხის კოვზი აქვს.

ურევს, ურევს ბაბალე

ნელ-ნელა და მალ-მალე.


ხალავს, ხალავს, ხალავს,

გააგრძელებს ხვალაც.

გაილია ზამთარი,

გოზინაყიც მზად არის.

იმოდენა ურია,

უკვე გაზაფხულია!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen