|
შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ, უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში… და ფიქრი ფიქრზე თითქო სცურავენ უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში.
ასე სასტიკად გექცევა ბედი, რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა, რისთვის მოგიკლა ნორჩი იმედი.
რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის, მე მხოლოდ გიცქერ, გიცქერ და ვწუხვარ, ჩუმად მიმონებს დარდი სამარის.
გაუნელებლად იწვის და იწვის, ასე იტანჯვის ორი არსება და ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის. |


