|
იალბუზიდან მყინვარზე გადაეჭიმა თოკი. დევს წამოედგა სარეცხი, რას იკმარებდა დოქი?
ან ჩაფურა და ლიტრა? შვიდი არაგვი ჩაკეტა, წყალი ზღვასავით იდგა.
ჯუბა, ფარდაგი, წინდა. მერე ზედ შედგა ფეხებით, ქვებზე ხეხა და წმინდა.
ჯამი, დოქი თუ ქვაბი, ჩამოიწუწა კალთები ნამზითვი ჯვალოს კაბის.
დატბორა გზა და შარა, თან თოკზე ფენდა ღიღინით ცხრა შვილის ცხრა-ცხრა შარვალს.
ვაიმე ჩვენი ბრალი! კიდევ კარგი, რომ ხშირ-ხშირად არ რეცხავს დევის ქალი. |


