კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:06

 

 

შემოდგომდა. ტყე გაყვითლდა.

ქარებს გამხმარ ფოთლებს ატანს,

ფუღუროში განაბული 

ციყვი უსმენს ქარის ზღაპარს.


ბუნაგში ზის რუხი მგელი,

თეთრი ზამთრის მოსვლას ელის.

ბინდი ფარავს მყუდრო საფარს,

უსმენს მთვარის ლამაზ ზღაპარს.


არც ბაჭიას, არც შველს ძინავს.

მელაც ფხიზლობს, თვალს არ ნაბავს,

ძილისგუდა დათვის ბელიც

ფხიზლობს, უსმენს წვიმის ზღაპარს.


ხის ტოტებში ფხიზლობს ბუც,

ღამის ზღაპარს უსმენს სულ.

ბობორიკაც, ქსელს, რომ  ბლანდავს,

უსმენს ვარსკვლავების ზღაპარს.


ხე ჭრიალებს, არც ტყეს ძინავს,

კენწეროებს ნისლი აკრავს. 

ძირს ბალახი, გასუსუსლი

უსმენს წყაროს ზღაპრის რაკრაკს.


მზის პირველ სხივს ელის ჩიტი,

გათენების ზღაპარს იტყვის.

თავად ტყეა სიბრძნის წიგნი,

რა არ ხდება ამ ტყის შიგნით!


მალე მოვა ზამთარიც -

თეთრი  თოვლის ზღაპარით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen