კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:36

 

 

წამოსდებია მთვარის ხორგს ბინდი,

ჩაგუბებულა თვალებში მღვრიედ.

ცის იაკინთზე, დღეს რომ მაჩუქე,

ლექსის მარცვლები ჩამოვამსხვრიე.


წახვედი... გული გამოგედევნა,

როგორც მშიერი, პატარა ლეკვი,

ხეთა ტოტებზე ავარდა ქარი,

ქუჩა აიკლო ზარების რეკვით


და ფოთოლ-ფოთოლ ჩამომწყდა სულზე,

მზის ხსოვნასავით,  შენი სახება,

ვატყობდი ღრუბლებს, რომ აღარ სურდათ

ზეცის სილურჯის ჩემთვის გამხელა.


საით გარბოდნენ ნატვრის ხეები

ოცნების ჭრელი ჭინჭების მარშით?

შორს, ოქროს თევზის ფარფლებივითღა

ბზინავდნენ ხმელი ფოთლები ქარში.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen