|
ოთახში დგას კარადა. ის ბაბუამ გარანდა. უცქერს და ნაშრომით ხარობს. კარადას აქვს ათი თარო.
განა ბაბუს ვუშლით ხელს?! - შიგ რას დადებს? - წიგნებს, ბევრს!
ფერად წიგნებს დადებს დაბლა, რომ ბაშვები მივწვდეთ კარგად!
და ყოველდღე ვფურცლოთ წიგნი, წიგნი - ცოდნის კიდობანი! |


