კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:50

 

 

დღევანდელი დღე ისე მშვიდია,

ისე სადაგი, ისე უბრალო,

შენ დიდ კალთაში ჩასძინებია

ყველა სასწაულს, მგონი, უფალო.


ამ ჩვეულებრივ დღეთა ჰამაკში

ხავსად მედება თენთი და რული.

გადაეჩვია დღესასწაულებს

ჩემი ვნებებზე ნაწრთობი გული.


იქნებ ხვალ მაინც, ზეგ, ან ოდესმე

გათენდეს ის დღე, გასაოცარი,

და ჩემი სულის ველურ ბაღიდან

ერთად ავშალო ყველა ფრთოსანი…


მაგრამ დღესაც და ხვალაც და ზეგაც

თენდება ისევ მშვიდად, უბრალოდ.

ის დღე, სასწაულს რომ მპირდებოდა,

ჩემშივე ხომ არ მოკვდა, უფალო?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen