|
(ღვინის სადღეგრძელო)
გალეშილი ქვევრის მადლი სისხლში შემერევა როცა... ჯამში ლექსის ქარვას ჩავთლი, ღვინით ღვინოს როცა ვლოცავ...
ხაპია და ჩეთვერი და მთელი ბოცა... რა საყვარლად გაპიარდა ღვინით ღვინოს როცა ვლოცავ!..
ვახრჩობ ბოდვებს მტერ და ავზე... და ცარიელ ღვინის ბოთლებს მზით და ღვინის ლოცვით ვავსებ!..
დავტკბები და დავბრუვდები... და არეულ დავთრებიდან ფიქრით შენთან დავბრუნდები...
ალთა ბალთას აღარ მართავს... ვადღეგრძელებ ღვინოს ღვინით, როგორც ძმაკაცს... ალალმართალს! |


