კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 20:22

 

ღამის თეთრი მოსასხამი

გდია თბილის-ქალაქში

და ტკრციალა მთვარის შუქზე

ფხიზლობს ღამის დარაჯი.


ქართლის დედავ, დაშლილ თმაში

გწვეთავს ძველი ვარამი,

უკვდავებად გაწვდილ ჯამში

ღვინოა თუ წამალი?!


ის მუხრანის ხიდი არი,

თუ მახათას გზა მიხმობს,

საით მიდის, ო, ის ქალი

ასე გვიან სად იყო?


გავცქერ მას და ცა გამეხსნა,

მიდის მღიმარ ბაგითა,

რა ტკბილია, რა მწარეა

ამ დაბინდულ სარკმლიდან.


აციმციმდა შუქი ლურჯად

ღამე ისე გაკვალა - 

ნეტავ რატომ დამუხრუჭდა

ლაზარეთთან მანქანა.


თენდება და მოქრის ქარიც

მაცნედ თბილის-ქალაქში

და ჩაბჟუტულ მთვარის შუქზე

ყვინთავს ღამის დარაჯი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ მამფორია  • • •   ოთარ მამფორიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen