ელავდა ქუჩა
ფერად-ფერადით,
აგვისტოს სიცხე,
მზე და აგატი
და ჩემი მზერა,
როგორც პერანგი
მოშილიფებულ
ტანზე ჩაგაცვი.
დრო მოგონებებს
თოვლივით ალხობს,
გვიმრავლებს დღეებს
ჩუმს და ნაცრიანს,
სადაც არ უნდა
შეგხვდე და გნახო,
ტანზე კვლავ ჩემი
მზერა გაცვია.
ოჩოპინტრე
გაგაგა
ფდფდფ
ოჩოპინდრე
მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა