კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:31

 

მთარგმნელი: გალაკტიონ ტაბიძე

ჩამავალი მზეები

მინდვრად გადაღვარულა

მკრთალად გამოთენების,

თეთრის - მელანქოლია,

ჩამავალი მზეების,

ჩამავალი მზეების,

და გულის აგონიას

არწევს მელანქოლია

გალობად აღზევების.


როგორც მოჩვენებათა

სიღაჟღაჟით მფარავი,

ნაპირები ებადა

მზეებს ჩასამალავი,

უსასრულოებათა

მეწამული წრეების

ჩასვლა მოჩვენებათა

ჩამავალი მზეების.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen