|
იყო აუზში შარშან ორი ყარყარა გედი, არ აწუხებდათ საზრუნავი, არც მწარე ბედი, ახლა იქ მხოლოდ ერთი-ღა ჩანს დაღონებული, მასთან შეზრდილი მეგობარიაღარ ყავს გვერდით.
უმეგობრობამ, მარტოობამ შესძინა დარდი, და დარჩენილი ასე ობლად ამ ქვეყანაზე - აუზის ირგვლივ გულმოკლული საბრალოდ დადის.
რომ გახალისდეს და გაჰფანტოს გულმა ნაღველი? მაგრამ რა მწარე და ძლიერი სულის ძვრაც არის - იმდენად ღრმაა ხმა სიმძაფრის გამომხატველი! |
| პოეზიის გვერდი • • • |


