|
მე განა მარტო შენი ტანის სითბო მათბობდა, მე მწამდა შენი, მე მწამდა შენი ვით მაცხოვარს სწამდა ლოცვების და გაოცებით ვიხსენებდი უშენო წარსულს. მე მწამდა შენი, ისე როგორც უსინათლოს სწამს სასწაულის; მე მწამდა შენი, ისე როგორც ლოცვად დავარდნილს სწამს ხატებისა და ხსნას სულისა მხოლოდ თავის ლოცვებში ხედავს. მე მწამდა შენი, ისე როგორც სწამს მაცხოვრის პატიმრის დედას... მე მწამდა შენი, ისე როგორც სწამთ მხოლოდ ღმერთის; მე მწამდა შენი და ეს რწმენა სიგიჟეს ჰგავდა... მე მწამდა შენი, მე მწამდა შენი... ვაი, რომ მწამდა! |
| პოეზიის გვერდი • • • |


