|
გაცოცხლდა შენი უცნაურობა, გადაქცეულო მარჯნების ხვავად; და რჩება ჩვენი მოგზაურობა სიკვდილის დღისთვის შესანახავად.
აყვავებული ტყემლის რტოებად; შენი სიტყვები უდარებელი უკან მისდევდა ქარს ლევკოებად.
შენ რეტიანი ლექსით ბარბაცი; და მოდიოდი, ძვირფასო, ჩვენთან, ვით ლოენგრინი და ჯარისკაცი.
და გვინათებდნენ თავს გვირგვინები; გვეზმანებოდა ლედი გოდივა ქრისტეს მოახლით შენაგინები.
მზე დაიმალა, როგორც ყაჩაღი, ჩვენ აფთიაქმა, მძინარ დაბიდან გამოგვატანა ბოდლერის ბაღი.
გარს გვეხვეოდა ლექსი ხროებად, გვეჩვენებოდა ეს იმერეთი არაბულ ზღაპრის დაბოლოებად.
ნერონის ხმებმა ცეცხლიან ქარში; თითქოს ორღანომ ხმა გაიმეტა კათოლიკების წმინდა ტაძარში;
ან იგერებდი შენ მზის ნატეხებს და ან თვით იდა რუბინშტეენი გაბანიებდა დაღალულ ფეხებს.
და სალომაეს მოგესმა ფიცი - მერე უეცარ მოწამედ გახდი როგორ კვდებოდა დანიის პრინცი.
მწვანე ცილინდრით, თვალ ნისლიანი, შევხვდით სამება დაუდგრომელი ალი, პაოლო და ტიციანი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


