კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 13:32

 

 

 

როცა ქართველი სამშობლოს სტოვებს,

სტოვებს მშობლიურ ზამთარ - მაისებს,

ქართული ზეცის ზღვა სიწმინდით

თვალებს აივსებს,

და თან წაიღებს ალაზანის

სიდარბაისლეს.


არც გაქვს უფლება, ასე სუფთა

ზეცის მეუფეს,

სუფთა თვალებით არ უცქირო

ზეცის ლაჟვარდებს,

არ გაქვს უფლება, გაუყუჩდე

სევდას უძიროს,

- უსიყვარულოდ გული დაჟანგდეს!


არ გაქვს უფლება,

უწმინდური ფეხით გათელო

დედაბუნების ხოდაბუნები,

მე უფრო მეტად მეყვარები,

ცაო ნათელო,

რომ დავბრუნდები!


არ გაქვს უფლება,

ეთამაშო სინდისს, როგორც

ბურთს ხატაურა,

სინდისი უნდა გამძლე იყოს,

როგორც სატივე,

იყო კაცი და არ გეხუროს 

ნამუსის ქუდი - 

ქართული მიწა არ გაპატიებს!


და თუ რამ შემრჩა

მე სასახელო,

ყველაფერს ამას შენ გიმადლი,

ჩემო მიწავ, ერთო ადლო და

ერთო მტკაველო,

ჩემო ლამაზო ზეცის თაველო!


საითაც გინდა დავიფანტოთ,

როგორც ფოთლები - 

მაინც ქართული მთების ნისლით

დავიორთქლები!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen