კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 15:09

 

 

დღეს კლავიშები დაუფარავს მთრთოლვარე ტილებს.

როცა თითები, როგორც ნაზი ამორძალები

იწყებენ ჯირითს რუხ მინდორზე, მათი რკალები

უკანასკნელად აკვნესებენ ცოცხალ წერტილებს.


ღრუბლიან ნოტებს დადუმებულთ და დაფერდილებს

ამღვრევენ ისევ ფერწასული შენი თვალები,

- სცვივა ტილები ნოტებიდან და მოკრძალებით

მათი წკარუნი ესალმება თითების ჩრდილებს.


მაღალ კუბოში გააღვიძებ შუმანს და ვერდის,

კრთის, როგორც უცხო ყელსახვევი ღანე ხავერდის.

და კვიპაროსთა თალხი გუნდი წყვდიადობს ბაღში.


როს გათენდება, მე შემოვალ შენთან ოთახში,

მე დაგიკოცნი ცოდვილ თითებს ტილების მკვლელებს,

და მზე მეფური შენს ბაგეებს აამეტყველებს!


პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen