კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 09:34

 

 

მეფე ევრისთენეს დავალებით, ჰერკულესს სახელმწიფოს საზღვრებიდან უნდა განედევნა ეგრეთწოდებული სტიმფალიდები.

არკადიაში, სტიმფალიდის ტბის ნაპირების მახლობლად, ბუდობდნენ ვეებერთელა ფრინველები, რომელთაც სპილენძის ფრთები, კლანჭები და ნისკარტები ჰკონდათ.

ეს მტაცებელი ფრინველები თავს ესხმოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, თავისი სპილენძის ფრთებითა და ნისკარტებით ყველაფერს ამსხვრევდნენ, ანადგურებდნენ და ამრიგად ხელიდან აცლიდნენ მშრომელებს ოფლით მოპოვებულ ქონებას.

ჰერკულესმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯომოდა, ეს საშინელი ფრინველები სახელმწიფოს საზღვრებიდან განედევნა.

როცა გმირი ტბის ნაპირებს მიუფხლოვდა, დაინახა მთელი გუნდი სტიმფალიდებისა, რომლებიც თავს დასტრიალებდნენ ტბის მახლობლად მდებარე ადგილებს და ჩვეულებრივი თავდასხმისათვის ემზადებოდნენ.

ჰერკულესმა არ იცოდა, რა გზით მისდგომოდა ამ საზარელ ფრინველებს და ერთხანად ფიქრებში გართული ფრინველების მტაცებელ გუნდს დაკვირვებით უთვალთვალებდა.

უეცრივ ძლევამოსილ გმირს გამოეცხადა ქალღმერთი ათინა, რომელმაც ჰერკულესს გადასცა ფრინველების საფრთხობელო ორი სპილენძის ჟღარუნა.

ქალღმერთის რჩევით, ძლევამოსილმა გმირმა ჟღარუნების ერთი–მეორეზე მძლავრი ცემით საშინელი განგაში ატეხა.

ჟღარუნების ძლიერმა ხმაურმა დააფრთხო საზიზღარი ფრინველები, რომლებმაც დაუყოვნებლივ დატოვეს სტიმფალის ტბების ნაპირები და გუნდ-გუნდად შორეული მთების მიმართულებით ბაწარივით გაეკრნენ.

ძლევამოსული გმირი ელვის სისწრაფით გამოუდგა მთებისაკენ მიმფრინავ სტიმფალიდების გუნდებს და ისრების მძლავრი ტყორცნით შეუბრალებლად ანადგურებდა ჰაერში ბაწარივით გაბმულ საზიზღარი ფრინველების გუნდებს.

მტაცებელ ფრინველთა იმ მცირე გუნდებმა, რომლებიც ცოცხალი გადურჩნენ ჰერკულესის საბედისწერო ისრების ტყორცნას სამუდამოდ დატოვეს საბერძნეთის საზღვრები და ამრიგად გაათავისუფლეს მშრომელი მოსახლეობა ყოველდღიური თავზარდამცემი უბედურებისაგან.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen