|
ვინაც გელოდა, შენ ის დატოვე, ნანატრი მხარეც წყალს გაღმა დარჩა... ვინ გაპატიებს აქ სიმარტოვეს, დილის ძოწსა და საღამოს მარჯანს.
და უპასუხოდ ერთი დღეც წავა... ვინ დაგანებებს საკუთარ თავთან, საკუთარ ფიქრთან ყოფნას და დავას.
კვნესს ნაზამთრალი ვნებების წყლული. არ დაგითმობენ მიამიტ ნატვრას, ღამის გუბეში ჩაქცეულ დუმილს.
დასაბამიდან ეს ბედი დაგყვა. ვინ დაგამადლის სამ სიტყვა წყევლას, წყლის - ნათელ დღეთა ნუგეშად-ნაყვას.
შემოეხარჯა ფრთები საწიერს.. ვინ გაპატიებს საკუთარ რწმენას, საკუთარ ტკივილს ვინ გაპატიებს.
ფშანის პირებზე ჩრდილების დახრას. მე გითხარ... ახლა შენ თვითონ იცი - ისევ დარჩები, თუ მაინც წახვალ! |


