კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 21:49

 

 

კოჭლი სონეტი

* * *

(საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი, კარადა N 19-579)

 

როცა შევაღე მუზეუმის მძიმე კარადა, -

სადაც ეყარა მოწიწებით თვალ-სატყუარი:

სათი, ამარტი, ამეთვისტო, ძოწი, გუარი

წარამარადა, -


შევხვდი შეიდიშს ნაოჭასხმულს მრავალპწკარადა;

ვსთქვი: მის პატრონი დღეს ცოცხალი ნეტა თუ არი!

ვინ ატარებდა? ვინ მიიღო? ვინ სთქვა უარი?

წუთით? მარადა?


გემრიელ რიტმით ვიდექ მე იმ კარადის წინა.

ვამბობდი; ნეტა, ეს ფუნჯები ამაწეწინა,

რომ ამოვიცნო სიცხადეში ძველი ზმანება,


რომ ვუთხრა ყველას: შეიდიში ჩქარა გაცვითონ,

ოხ, ჩქარა! ჩქარა! თორემ ბოლოს ინანებთ თვითონ, -

როგორც ამ ლექსის გადაწერა მე მენანება.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen