|
დედაო ღვთისა, გთხოვ, მექმენ შემწედ ცოდვილი სულისა, მწადს შენანება ყოველთა, რაც ვქმენ წინაშე უფლისა.
გზისა, ტანჯვისგან შვებისა, ვერ მისწვდეს მისაწვდომელსა, გარეშე უფლის ნებისა.
ცოდვათა გამო სნეული, განა მარტო მე? სხვაც ბევრი არს საცდურთაგან ძლეული.
მცნებანი უფლისეული, ბნელსა მიერთვის უფსკრულსა გზა ჩვენგან მცდარად რჩეული.
ავ კაცთა საქმის ზიარად, მომეცი ძალა და სიბრძნე დემონთა მოდგმის ზიანად.
ვკურნო მტანჯველი იარა, მყავ მათად მგზავრად მარადის, ვინც უფლის გზაზე იარა. |


