მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე
|
თვლემას გატყობ, ყოფავ ჩემო, ბინდით შემობურვილო განისვენეთ იმედებო, განისვენეთ სურვილნო! ხსოვნავ, ქრები ნელი-ნელ, ავს და კეთილს მისათვალო... დარდო, რად მომევლინე! და თუმც ქარი არა სჩანს, აკლდამაში მარწევს ქარი: მდუმარება მარადჟამს! |


