|
თორნიკემ უთხრა ბათირას: - კოსმოსი საკვირველია, წამოდი, ერთად გავფრინდეთ, მთვარეს შევახოთ ხელია.
ისეთი სიტყვის მთქმელია, მოუსმენ, გაგიკვირდება, იტყვი: "პატარა ბრძენია."
არა ვარ ქვეყნის მტერია, ვისთან წავიდე კოსმოსში, მთვარეზე რა დამრჩენია? ვერ ხედავ? - ფშავ-ხევსურეთი დაობლდა, ცარიელია...
ვაჟია, მართლაც, ოქროსი, ბინდისფერ კოშკებს გახედა, სულ დაავიწყდა კოსმოსი. |


