მთარგმნელი: ლულუ დადიანი
|
თუ შეგელიე ოდესმე, ნუთუ მოგეპარება უჩემოდ რული, თუ ვერ გაგენდო ჩემი ჩურჩული, არ შემოგევლო, ვით ცაცხვის სუნთქვა?
სიტყვის ცვარ-ნამით შენი სხეული, ან მზერა ჩემი სილბოდ ქცეული შენს მკერდს, შენს ბაგეს არ მიელულა.
მიგანდე ოდენ შენს ღრმა სამყაროს, იმ ბაღნარივით, ლაღად რომ ხარობს მელისებით და ანისულებით. |


